გაიცანით,
ნინო-მარიამ ბაჯელიძე / ადმინისტრაციული ასისტენტი;
– საქართველოში მიღებული განათლების შემდეგ გადავწყვიტე დამატებით სასტუმროებისა და რესტორნების მართვა შემესწავლა და ესპანეთში Les Roches სკოლაში ჩავაბარე.
ყველაზე მკვეთრად დამამახსოვრდა გამოცდა, რომლის წინ სხვადასხვა ქვეყნის ღვინის დაგემოვნება გვქონდა. წარმოიდგინეთ, რამდენად „კოორდინირებულები“ ვაბარებდით ამ გამოცდას და რამდენი ჭურჭელი შევიწირეთ
მიუხედავად საზღვარგარეთ დასაქმების ბევრი შემოთავაზებისა, ვარჩიე თბილისში დასაქმება. ისეთ კომპანიაში რომელიც „ჩემი“ იქნებოდა, და ვიპოვე კიდეც – თანამედროვე, სახასიათო, ფერადი და ხალისიანი, ისეთი როგორიც მე მინდოდა.
რადიუსში მუშაობა გადამაწყვეტინა აქ დასაქმებულმა შესანიშნავმა თბილმა და ყოველმხრივ კარგმა ხალხმა, ჩემთვის რადიუსი არის ადგილი, რომელშიც მოსვლა მიხარია, რომელსაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ადგილი სადაც ყველა სტუმარს ისე ხვდებან თითქოს ის აქ უკვე იყო.
Comments are closed.