დღის განმავლობაში საკვების მიღების მთავარი მომენტი დილის საუზმეა, რომელიც კარგ ხასიათზე გვაყენებს და ენერგიას გვაძლევს. დაიწყე დღე ახლადმომზადებული გემრიელი და ნოყიერი საკვებით, მრავალფეროვანი ფუნთუშეულითა და ყავის დიდი არჩევანით რადიუსის რესტორანში, რომელიც ყოველი დილის 07:00 საათიდან 11:00 საათამდე გაგიმასპინძლდებათ კონტინენტალური საუზმით.
რესტორნის თანამედროვე ინტერიერი ურბანული დეკორით, მრავალფეროვანი სავარძლებით, მინის სახურავისა და ქალაქის ხედებთან ერთად დღევანდელი რითმული ცხოვრების ატმორფეროს ქმნის.